ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 6

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტ…

როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა?, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის შეფასებით, მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების აქტიურ მხარდამჭერებად პოზიციონირებენ, თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ.

მისივე თქმით, პრობლემა თავად რუსეთში კონცერტის ჩატარება, იქ მუშაობა ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობა არ არის.მთავარი საკითხი იმ ადამიანების პოზიციისა და ქმედებების შეუსაბამობაა, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ ქმედებებს, რომლებსაც თავად ახლო წარსულში ახორციელებდნენ.

„საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქცევაში აშკარად იკვეთება ორმაგი სტანდარტი, მონური მორჩილება და გაცვეთილი პატრიოტიზმი.

როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა?

პატრიოტიზმი მხოლოდ სიტყვა და სიტყვები არ არის, ის საკუთარი ქვეყნის მიმართ ემოციური კავშირი და მორალური პასუხისმგებლობაა. ამიტომ სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ სხვისი ქვეყნის ტრაგედია შენში გაცილებით ძლიერ ემოციას იწვევს, ვიდრე საკუთარი სამშობლოს ტრაგედია, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულებას შორის?

მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება, განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. 2008 წლის ომის შემდეგ კი, როდესაც საქართველოს ტერიტორიები იყო ოკუპირებული, ისინი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ. მეტიც, ომიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ კონკრეტული ადამიანები რუსეთში საქმიანობდნენ, მართავდნენ კონცერტებს და მონაწილეობდნენ იმ ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებში, რომლის სამხედრო აგრესიასაც საქართველო სულ რამდენიმე თვის უკან ჰქონდა განცდილი.

აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებს ოდესმე რუსეთში კონცერტი ჰქონდათ, იქ მუშაობდნენ ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობდნენ. პრობლემა არის, მათი ცხოვრების წესი, უპრინციპულობა და ორმაგი სტანდარტი, ისინი დღეს აპროტესტებენ, ქმედებას, რომელსაც ახლო წარსულში თვითონ სჩადიოდნენ, პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი. ვერ იქნები საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, თუ შენი ქვეყნის ტრაგედია შენთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ხოლო სხვა ქვეყნის ომი გულწრფელი ემოციისა და მორალური აღშფოთების მიზეზი, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ სიტყვა „სამშობლო“ შენთვის ღირებულება კი არა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია“, - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს