ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა

კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტის და იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ევროკავშირი“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა რუსეთისგან ბუნებრივი ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტის და იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ევროკავშირი“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა რუსეთისგან ბუნებრივი ა…

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტის და იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ევროკავშირი“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვები გაზარდა, მაშინ, როცა საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ძალიან კარგი მაგალითია ორმაგი სტანდარტის, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გავწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა და დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ დავაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ოჯახები გამართულად ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხდებოდა ამ ყველაფრის მოთხოვნა, რომ ქართული ეკონომიკა დაეზიანებინათ, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავდგათ ისეთ ნაბიჯები, რომლებიც წაადგება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არა მხოლოდ ბუნებრივ აირს ყიდულობს, გადახედეთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, რა მონაცემებია ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს