ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ისმაილ ბაღაი – რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან შესაძლებელი არ არის

ისმაილ ბაღაი – რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან შესაძლებელი არ არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების „შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან“ შესაძლებელი არ არის. „გასული ორი-სამი წლის მოვლენების გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების „შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან“ შესაძლებელი არ არის. „გასული ორი-სამი წლის მოვლენების გ…

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების „შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან“ შესაძლებელი არ არის.

„გასული ორი-სამი წლის მოვლენების გათვალისწინებით, რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოება არ წარმოადგენს საქონელს, რომლის შესყიდვაც არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან შესაძლებელია“ – განაცხადა ბაღაიმ.

მისივე თქმით, თეირანს არანაირი საფუძველი არ აქვს, შეშფოთებული იყოს პაკისტანს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის გამო. ბაღაის განცხადებით, შეთანხმება მოწმობს რეგიონის ქვეყნების მიდგომის ცვლილებას უსაფრთხოების საკითხისადმი.

ცნობისთვის, აღნიშნულმა ქვეყნებმა გასულ კვირას შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში მოკავშირეების მიერ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. დახმარების ფორმატს ისინი კონკრეტულ სიტუაციაში თავად განსაზღვრავენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ახალი ალიანსი ირანის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მხოლოდ უსაფრთხოების ხელშეწყობის ზოგადი ვალდებულებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაMicrosoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდაშემდეგი თემატური მასალა →The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს