ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. ეპიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. ეპიც…

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კოლუმბიის ქალაქ სან-ხოსე-დელ-პალმართან დაფიქსირდა, ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 400 კილომეტრში. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს შორისაა მანისალესი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს.

კოლუმბიის ქალაქ კალიში, რომელიც ბოგოტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა. ქალაქის მერის, ალეხანდრო ედერის განცხადებით, დაახლოებით 20 შენობა დაინგრა და ადამიანები ამ დრომდე ნანგრევებში არიან. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები ნანგრევების ხელით გაწმენდას და ჩამონგრეულ შენობაში მოყოლილი ადამიანების მოძებნას. მიწისძვრის გამო ქვეყნის ექვს აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესს პირადად გააკონტროლებს. მისი გადაწყვეტილებით, მიწისძვრის ეპიცენტრში, სან-ხოსე-დელ-პალმარში, ერთიანი საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა, რომლის მიზანიც დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაMicrosoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდაშემდეგი თემატური მასალა →The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს