ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა , რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. „პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა , რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. „პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები გა…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.

„პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები გაუუქმა 175 000-ზე მეტ უცხოელ მოქალაქეს, რომლებმაც დაარღვიეს სავიზო პირობები, ჩაიდინეს დანაშაული, მოუწოდებდნენ ძალადობისკენ აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ, მოატყუეს ამერიკელები, ბოროტად გამოიყენეს ჩვენი საიმიგრაციო სისტემა ან საფრთხე შეუქმნეს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზების უმრავლესობის გაუქმების მიზეზი სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობა გახდა. მათ შორის წამყვანი მიზეზებია თავდასხმა, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ქურდობა და ნარკოტიკული დანაშაული. გარდა ამისა, ვიზების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა სახიფათო მართვის, სექსუალური ძალადობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, თაღლითობისა და მითვისების გამო.

განცხადებაში ყურადღება გამახვილდა ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ პრობლემაზეც. ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე აშშ-ის ერთ-ერთმა საელჩომ 100-ზე მეტი ვიზა გაუუქმა მშობლებს, რომლებიც შტატებში ძირითადად იმისთვის ჩავიდნენ, რომ ბავშვებს აშშ-ის მოქალაქეობა მიეღოთ.

„პრეზიდენტ ტრამპისა და მდივან რუბიოს ლიდერობით, სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას. აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება. დეპარტამენტი ერთგული რჩება, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ჩვენი საზოგადოების დასაცავად მათგან, ვინც ამ პრივილეგიას ბოროტად იყენებს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაMicrosoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდაშემდეგი თემატური მასალა →The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს