ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს

მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, გია ბარამიძის განცხადება რუსეთისა და სეპარატისტული ძალების ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, ბარამიძე აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და არ აქვს საფუძველი,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, გია ბარამიძის განცხადება რუსეთისა და სეპარატისტული ძალების ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, ბარამიძე აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და არ აქვს საფუძველი,…

აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, გია ბარამიძის განცხადება რუსეთისა და სეპარატისტული ძალების ინტერესებს ემსახურება.

მისი თქმით, ბარამიძე აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და არ აქვს საფუძველი, ქართველი მებრძოლების მიერ ტყვეების დახვრეტაზე ისაუბროს.

„ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს. თან არანაირი სინანული, არის ადამიანს რაღაც სისულელე წამოსცდეს, ჯერ რა იცის, წინა ხაზზე არ ყოფილა, ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული.

მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.

აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელზეც გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს