ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი - 10-ზე მეტ აეროპორტში ფრენები შეჩერდა

კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი - 10-ზე მეტ აეროპორტში ფრენები შეჩერდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლო ოფიციალური მონაცემებით , კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი, ათეულობით კი დაშავებულია. მსხვერპლის უმეტესობა ქალაქ პერეირაში, კალისა და ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში ფიქსირდება. ფრენები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით , კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი, ათეულობით კი დაშავებულია. მსხვერპლის უმეტესობა ქალაქ პერეირაში, კალისა და ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში ფიქსირდება. ფრენები…

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი, ათეულობით კი დაშავებულია. მსხვერპლის უმეტესობა ქალაქ პერეირაში, კალისა და ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში ფიქსირდება.

ფრენები შეჩერდა 10-ზე მეტ აეროპორტში - მათ შორის პერეირაში, მანიზალესსა და კიბდოში.

ბიძგები მკვეთრად იგრძნობოდა დედაქალაქ ბოგოტაშიც, საიდანაც მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა, ასევე მეზობელ ქვეყნებში - ეკვადორში, პანამასა და ვენესუელაში.

კოლუმბიის ხელისუფლებამ ადგილზე სამაშველო ჯგუფები მოაბილიზა, დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს მეზობელმა ეკვადორმა და აშშ-მაც.

10 აგვისტოს დილით, ადგილობრივი დროით 07:34 საათზე, დასავლეთ კოლუმბიაში, სან-ხოსე-დელ-პალმართან ახლოს, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 100-110 კილომეტრი იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაMicrosoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდაშემდეგი თემატური მასალა →The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს