ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ, ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაშვი ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორცილებელი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ, ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაშვი ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორცილებელი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების…

ჩვენ, ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაშვი ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორცილებელი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია, მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული.

„ამათ [ოპოზიციას] საკითხის ასე დაყენება უნდათ, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა.

აგვისტოს დღეებში, ამ ბიჭებმა, რომლებმაც გმირობა ჩაიდინეს, მაშინ გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ხალხის წინაშე. ამ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება, ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. ეს საკითხები რომ არ დაისვას და ხალხმა რომ სიმართლე არ გაიგოს, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა - რუსეთმა დაიწყო ომი თუ საქართველომ. ეს არის უბედურება, რომ არ უნდათ ქართველმა ხალხმა სრული სიმართლე იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს