ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

მამუკა მდინარაძე: ეს ადამიანები საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე. რატომ დადიოდნენ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ამისი პასუხი არის ერთადერთი - ისინი ასრულებდნენ დავალებას

მამუკა მდინარაძე: ეს ადამიანები საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე. რატომ დადიოდნენ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ამისი პასუხი არის ერთადერთი - ისინი ასრულებდნენ დავალებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რე…

ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ეს ყველაფერი შედეგია აგენტურული მოქმედებების და ეს ხალხი მიღებული დავალებების მიხედვით მოქმედებს.

„ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს. საკუთარ ოჯახს რომ შეუვარდეს ვინმე მტერი და იმაზე არ გაბრაზდეს, გაუწვეს და შემდეგ სხვის ოჯახში შევარდნაზე ძალიან დიდი გაბრაზება გამოხატოს, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაში არიან ისინი. უბრალოდ მართლა შეიძლება ამ ხალხის შეცოდება ერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ასრულებენ დავალებას, რომ ახლა უნდა გაბრაზდნენ და მაშინ არ უნდა გაბრაზებულიყვნენ - მხოლოდ ესაა განსხვავება. რატომ დადიოდნენ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ამისი პასუხი არის ერთადერთი - ისინი ასრულებდნენ დავალებას.

მე დარწმუნებული ვარ მათმა უმრავლესობამ [კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა] არც კი იცის, რომ იმ ადამიანების მიმდევრები არიან, რომლებიც დავალებებს ასრულებენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა აგენტია, ყველამ სადღაც ხელი მოაწერა, მაგრამ აგენტურული მოქმედების შედეგია ეს ყველაფერი. აგენტები გვყავს პოლიტიკაში და მათი მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან ამას რატომ აკეთებენ. საკუთარი სამშობლოს ოკუპაციის შემდეგ უმღეროდნენ ოკუპანტებს და დღეს გაბრაზებულები არიან და რუსეთი ეზიზღებათ. მაშინ არ ეზიზღებოდათ - ესაა ის, რაც დამართა მათ მათმა ლიდერმა, სააკაშვილმა, იმ ადამიანებმა, ვინც დავალებებს იღებდნენ სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს