ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული, თავის დროზე, ქართველ სამხედროებს დააბრალეს

მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული, თავის დროზე, ქართველ სამხედროებს დააბრალეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა. „ომის დან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა. „ომის დან…

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა.

„ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული თავის დროზე დააბრალეს ქართველ სამხედროებს. იგივე მოქმედება მაშინ ჩაიდინეს, ახლა ბარამიძემ დაამატა, რომ ხვრეტდნენ.

მათი საქციელების, ნამოქმედარისა და ნათქვამების „გამპრავებელი“ ჟურნალისტებიც ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ისინი ამბობდნენ: ბარამიძე დახვრეტაში გულისხმობდა, მტერს რომ ესვრიო. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. აქედან რომ იქ ესვრის და იქ ვიღაც კვდება, ეს ყოფილა დახვრეტა, აი ამ მარაზმულ ლოგიკამდე და „გაპრავებამდე“ მივიდა ჟურნალისტიც კი იმისათვის, რომ სამხედრო დანაშაულის დამბრალებელი ბარამიძე დაეცვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს