ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს არის ჩვენთვის ჩვენი შვილების ხელახალი დაბადება. ეს მედიკამენტი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ხარისხიან ცხოვრებაზე. დღეს, ესე უცებ არ ველოდით, იმედი გქონდა, მოლოდინიც, მაგრამ დღეს არ ველოდით და აი გაოგნებული ვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს არის ჩვენთვის ჩვენი შვილების ხელახალი დაბადება. ეს მედიკამენტი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ხარისხიან ცხოვრებაზე. დღეს, ესე უცებ არ ველოდით, იმედი გქონდა, მოლოდინიც, მაგრამ დღეს არ ველოდით და აი გაოგნებული ვ…

ეს არის ჩვენთვის ჩვენი შვილების ხელახალი დაბადება. ეს მედიკამენტი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ხარისხიან ცხოვრებაზე. დღეს, ესე უცებ არ ველოდით, იმედი გქონდა, მოლოდინიც, მაგრამ დღეს არ ველოდით და აი გაოგნებული ვარ, - აცხადებს ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი გვანცა ჭიღლაძე. მისი თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილება „ტრიკაფტას“ შეძენის შესახებ ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის, მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ჯანმრთელობისთვის, გადარჩენისთვის, ხარისხიანი სიცოცხლისთვის. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - ამბობს გვანცა ჭიღლაძე.

ცისტური ფიბროზის მქონე კიდევ ერთი ბავშვის მშობლის, გოგა ბერიძის განცხადებით, „ტრიკაფტას“ ხელმისაწვდომობა მშობლების, ექიმებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგია.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შვილებისთვის, მათი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი გვექნება. ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ამიტომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ პაციენტისთვის, ვისთვისაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს