ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზო…

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზოგიერთ რეგიონში ფასების მატება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ტრანსპორტის მინისტრმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობას 29 ივლისს შეუერთდა, განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება საწვავის ფასებზე შეღავათის დაწესებას, რომელიც, ირანთან ომის საპასუხოდ, აპრილში შეთანხმდა. მისი თქმით, მსგავსი ზომა ახლა „აღარ არის შესაძლებელი და მისი დაფინანსება უკვე შეუძლებელია“. თუმცა კოალიციური მთავრობის პარტნიორები საკითხს განიხილავენ, რადგან მდინარეებში წყლის კრიტიკულად დაბალი დონე ეკონომიკაზე გავლენას ახდენს და ფასების ზრდასაც იწვევს.

„ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი შედეგია გარკვეულ რეგიონებში, სადაც მიწოდების პრობლემების გამო ფასები გაიზარდა, მიწოდების კრიზისი ჯერ არ გვაქვს, მიწოდების ჯაჭვები ფუნქციონირებს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ფასები მკვეთრად გაიზარდა“, - განაცხადა ბილგერმა ჩრდილოეთ გერმანიის საპორტო ქალაქ კილში.

როგორც სააგენტო იუწყება, მიმდინარე კვირას ევროპა სიცხის კიდევ ერთ ტალღას ებრძვის. ტემპერატურის მკვეთრი მატება ტყის ხანძრების საფრთხეს ზრდის, აზიანებს მოსავალს და ამცირებს იმ წყალშემკრები აუზების წყლის რესურსებს, რომლებიც რეგიონის მთავარ მდინარეებს, მათ შორის რაინს, დუნაისა და პოს კვებავს. მდინარეებში წყლის დონის კლებამ შეფერხება გამოიწვია როგორც ნაოსნობაში, ისე ელექტროენერგიის წარმოებაში.

რაინზე, კაუბთან, სადაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მონაკვეთი მდებარეობს, რომელიც სამხრეთ გერმანიას და შვეიცარიას აკავშირებს, წყლის დონე კვლავ იკლებს. ერთი კვირის წინ მან 24 სანტიმეტრს მიაღწია — ეს 1880 წლიდან, ანუ დაკვირვებების დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. გუშინ დონე უკვე 14 სანტიმეტრამდე დაეცა.

გერმანიის ფედერალური წყალსაცავებისა და ნაოსნობის ადმინისტრაციის პროგნოზით, შაბათისთვის წყლის დონემ შესაძლოა 9 სანტიმეტრამდე დაიწიოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს