ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსახიობი ნიკოლას ჰოლტი HBO-ს სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს . ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებში გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟი ასევე ფრანშიზის მეორე ნაწილში, „ჰარი პოტერი და სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსახიობი ნიკოლას ჰოლტი HBO-ს სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს . ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებში გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟი ასევე ფრანშიზის მეორე ნაწილში, „ჰარი პოტერი და სა…

მსახიობი ნიკოლას ჰოლტი HBO-ს სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს.

ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებში გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟი ასევე ფრანშიზის მეორე ნაწილში, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში“ ჩნდება. სურათში ეს როლი ბრიტანელმა მსახიობმა კენეტ ბრანამ შეასრულა.

სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, HBO-ს პროექტის პირველი ეპიზოდების ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყება. სერიალის პირველი სეზონის სცენარისტი ჯონ ბრაუნი ახალი ნაწილის შოურანერი გახდება და პროექტის ამჟამინდელ აღმასრულებელ პროდიუსერს, ფრანჩესკა გარდინერს შეუერთდება.

36 წლის ნიკოლას ჰოლტმა პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა ჰიუ გრანტთან ერთად ფილმში „ბიჭის შესახებ“ მარკუსის როლის წყალობით, როდესაც BAFTA-ს პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა. მის ბოლო პროექტებს შორის არის იორგოს ლანთიმოსის ფილმი „ფავორიტი“, რობერტ ეგერსის „ნოსფერატუ“, ჯეიმს განის „სუპერმენი“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს