ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

Reuters: რუმინეთმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურა

Reuters: რუმინეთმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებმა შავი ზღვის ეკონომიკურ ზონაში, ოფშორული გაზის პროექტ Neptun Deep-ის სიახლოვეს მოძრავი „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . ნატოს წევრ რუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებმა შავი ზღვის ეკონომიკურ ზონაში, ოფშორული გაზის პროექტ Neptun Deep-ის სიახლოვეს მოძრავი „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . ნატოს წევრ რუ…

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებმა შავი ზღვის ეკონომიკურ ზონაში, ოფშორული გაზის პროექტ Neptun Deep-ის სიახლოვეს მოძრავი „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნატოს წევრ რუმინეთს უკრაინასთან 614-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის დრონები არაერთხელ შეიჭრნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში. ამასთან, შავ ზღვაში მნიშვნელოვანი სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების გასწვრივ არაერთხელ აღმოჩნდა მცურავი ნაღმებიც, წერს სააგენტო.

Reuters-ის ცნობით, ივლისში რუმინული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებმა სამი რუსული დრონი ჩამოაგდეს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე ზედიზედ სამი დღის განმავლობაში დაარღვიეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარი მსგავსი ინციდენტების სერიის გაგრძელება იყო.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის რადუ მირუცას განცხადებით, გუშინ დრონები Neptun Deep-ის ოფშორული გაზის პროექტის მიმდებარედ მომუშავე სამოქალაქო გემის ეკიპაჟმა აღმოაჩინა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, საიდან იყო დრონები, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინამ დაადასტურა, რომ ისინი მის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდნენ.

„საზღვაო სანაოსნო მარშრუტის უსაფრთხოებისა და პლატფორმის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოების დაცვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი კონტროლირებადი აფეთქებით განადგურების შესახებ“, - განაცხადა მირუცამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს