ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ზვიად შალამბერიძე: ვადევნებდით თვალყურს 2008 წლის ომის შემდეგ, რა ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა რეჟიმმა რუსეთის მიმართულებით. ვნახეთ, რომ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, ვნახეთ, როგორ შემოუძღოდა ლარსის საბაჟოზე რუს ტურისტებს

ზვიად შალამბერიძე: ვადევნებდით თვალყურს 2008 წლის ომის შემდეგ, რა ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა რეჟიმმა რუსეთის მიმართულებით. ვნახეთ, რომ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, ვნახეთ, როგორ შემოუძღოდა ლარსის საბაჟოზე რუს ტურისტებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიხეილ სააკაშვილი ისევ დუმს - "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, რატომ არ სცემს კითხვებს პასუხს უკვე მეორე კვირაა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ წერს არაფერს შეკითხვებზე, რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილი ისევ დუმს - "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, რატომ არ სცემს კითხვებს პასუხს უკვე მეორე კვირაა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ წერს არაფერს შეკითხვებზე, რ…

მიხეილ სააკაშვილი ისევ დუმს - "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, რატომ არ სცემს კითხვებს პასუხს უკვე მეორე კვირაა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ წერს არაფერს შეკითხვებზე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარზე რუს ტურისტებთან დახვედრას, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობას და მისი მხარდამჭერი ხელოვანების რუსეთში გამართულ კონცერტებს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილის მსგავსად დღეს ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ სურთ არც მის თანაგუნდელებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში იხსენებენ წინა ხელისუფლების ჩადენილ ქმედებებს და ამბობენ, რომ პატიმარი პრეზიდენტი ამ თემაზე საუბარს თავს შეგნებულად არიდებს.

"ვადევნებდით თვალყურს 2008 წლის ომის შემდეგ, თუ რა ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა რეჟიმმა რუსეთის მიმართულებით. ვნახეთ, რომ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, ვნახეთ, როგორ შემოუძღოდა ლარსის საბაჟოზე რუს ტურისტებს. ის ინფორმაცია ან ის კითხვები, რომელიც შეიძლება მათთვის და მათი გუნდისთვის უსიამოვნო იყოს, ისინი თავისთავად თავს არიდებენ პასუხის გაცემას. და, რა თქმა უნდა, ახლა ის ფაქტები, რომელიც მოყვანილია ჩვენი უმრავლესობის ლიდერის განცხადებაში და ფაქტებს, რომელიც არაერთხელ და ბევრი გვინახავს ჩვენი სატელევიზიო არქივით შემონახული, უბრალოდ ვერ უარყოფენ და, შესაბამისად, პასუხსაც ვერ ექნება. ყველა ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებულ დავალებებს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ზვიად შალამბერიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს