ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ზვიად შალამბერიძე ტურიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაზე: ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო ასპარეზზე, რომ შემცირდეს ტურისტების ნაკადი

ზვიად შალამბერიძე ტურიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაზე:   ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო ასპარეზზე, რომ შემცირდეს ტურისტების ნაკადი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კახა კალაძე საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე საუბრობს. დედაქალაქის მერის თქმით, უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომელი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კახა კალაძე საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე საუბრობს. დედაქალაქის მერის თქმით, უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომელი…

კახა კალაძე საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე საუბრობს.

დედაქალაქის მერის თქმით, უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომელიც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა პლატფორმაზე ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას და ტურიზმის სექტორის დაზიანებას ისახავს მიზნად.

გასულ კვირას სუსმა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებასა და ტურისტული ნაკადების შემცირებას ემსახურება. მისი შეფასებით, ტურისტების რაოდენობის კლება ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიუჯეტის შემოსავლებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება

„რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად ემსახურება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო ასპარეზზე და სწორედ იმას, რომ გავრცელდეს არა მარტო ამ შემთხვევაში ერთ ან ორ ქვეყანაში, მთლიანად ყველა ქვეყანაში, საიდანაც რეალურად ჩვენთან ძირითადად გვსტუმრობენ ტურისტები და რეალურად შემცირდეს მათი ნაკადი. ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოს არაკეთილმსურველებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურისტების არ ჩამოსვლაზე აქ არ არის საუბარი იმიტომ, რომ ნებისმიერი ტურისტის ჩამოსვლა პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან, თანხების შემოსვლასთან ბიუჯეტში და ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან და რა თქმა უნდა არსებობს ძალები ქვეყანაში, რომელსაც ეს არ სურთ და სწორედ ამ კამპანიას ემსახურება ყველა ის კომენტარი და ისტორია მოგონილი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ამას სათანადო პასუხი გაეცემა შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს