ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ტურიზმს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, თუ ყველა ერთად დავდგებით, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ტურიზმს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, თუ ყველა ერთად დავდგებით, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობ…

ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი.

„ისედაც გვქონდა სირთულეები ტურიზმის სფეროში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. ბუნებრივია, ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ, რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუსეთთან მიმართებით, რუს ტურისტებთან მიმართებით, რაც არ გამოუვათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას. დიდი რესურსია ჩართული - გარეთ პატრონები, შიგნით უცხოური აგენტურა, პარტიები, პარტაქტივი, პარტიული ტელევიზიები, ყველა არის ჩართული რუსოფობიული კამპანიის გაღვივებაში.

თუმცა, თუ ჩვენ დავდგებით ისევე მყარად, როგორც დავდექით თავის დროზე 2022 წელს, როცა ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, როცა აწარმოებდნენ რუსოფობიულ კამპანიებს, როცა დადგა საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე, ვერაფერს მიაღწიეს. ახლაც, თუ ყველა ერთად დავდგებით, საზოგადოება, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს