ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა

გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არა მარტო პიროვნული სისულელე ჩაიდინა ამ განცხადებით, მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქმულიყო და მითუმეტეს ასეთი ტყუილი ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს იყო საომარი მოქმედებებიდან, ძალიან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა აფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არა მარტო პიროვნული სისულელე ჩაიდინა ამ განცხადებით, მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქმულიყო და მითუმეტეს ასეთი ტყუილი ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს იყო საომარი მოქმედებებიდან, ძალიან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა აფ…

არა მარტო პიროვნული სისულელე ჩაიდინა ამ განცხადებით, მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქმულიყო და მითუმეტეს ასეთი ტყუილი ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს იყო საომარი მოქმედებებიდან, ძალიან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ომის ვეტერანი, გიორგი გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას.

როგორც გელოვანი აღნიშნავს, ბარამიძემ ამ განცხადებით ზიანი საქართველოს ინტერესებს მიაყენა.

„ბარამიძის ისეთი ენა აქვს, მაგის ენას ძვალი მითუმეტეს არ აქვს და შეიძლება თქვას, რომ მშვიდობიან მოსახლეობასაც ვხვრეტდით. ეს სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, ამ თავისი განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, ისედაც დამარხული იყო, მაგრამ საქართველოს ინტერესები დააზიანა.

არ მგონია, მისი ბოდიშით სიტუაცია გამოასწოროს, თვითონ უნდა ჰქონდეს დარჩენილი იმდენი შეგნება,რომ არა მარტო ქართველ მეომრებს, თუნდაც 300 ათას ლტოლვილ ადამიანს ბოდიში მოუხადოს“, - აცხადებს გიორგი გელოვანი.

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს