ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში, - განაცხადა ომის ვეტერანმა გიორგი ვაშაკიძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, გიორგი ბარამიძე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში, - განაცხადა ომის ვეტერანმა გიორგი ვაშაკიძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, გიორგი ბარამიძე…

ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში, - განაცხადა ომის ვეტერანმა გიორგი ვაშაკიძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს არავითარი შეხება არ ჰქონია ტყვეების აყვანასთან.

„მე აფხაზეთში ტყვარჩელის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. თითქმის ყველა ტყვემ, რომელიც ტყვედ აჰყავდათ ჩემს ხელში გაიარა. ძალიან ცუდი და არასწორი რაღაც თქვა. ბარამიძე ჩამოდიოდა აფხაზეთში არც თუ ისე ხშირად, მას არავითარი შეხება არ ჰქონია ამ მიმართულებაზე, ტყვეებთან. მას არ მიუღია არც ერთ საბრძოლო მოქმედებაში, შეტევით ბრძოლებში მონაწილეობა, სადაც ხდება ხოლმე ტყვეების აყვანა. ის ვერც დაინახავდა ასეთ ფაქტს, რომ ტყვე იყო დახვრეტილი და ვერც ვერავინ მოუყვებოდა, რადგან მსგავსი ფაქტი იქ არ ხდებოდა. მე არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ.

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს