ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

თორნიკე ჭეიშვილი: ზოგიერთი დღემდე თანხებს რუბლებში იღებს მოსკოვიდან, ზოგიერთი თურმე უძრავ ქონებას ასხვისებს რუსეთის მოქალაქეებზე, ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ არის საინტერესო და დაიწყეს ერთგვარი იერიში, რომელიც არის თითიდან გამოწოვილი იმის გათვალისწინებით, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ

თორნიკე ჭეიშვილი: ზოგიერთი დღემდე თანხებს რუბლებში იღებს მოსკოვიდან, ზოგიერთი თურმე უძრავ ქონებას ასხვისებს რუსეთის მოქალაქეებზე, ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ არის საინტერესო და დაიწყეს ერთგვარი იერიში, რომელიც არის თითიდან გამოწოვილი იმის გათვალისწინებით, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ხელოვნურად მართული პროცესია, - განუცხადა „ქრონიკას“ იური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ხელოვნურად მართული პროცესია, - განუცხადა „ქრონიკას“ იური…

რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ხელოვნურად მართული პროცესია, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.

ჭეიშვილის თქმით, როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი ენთუზიაზმით აგენტურული ძალები ასრულებენ მორიგ დავალებას, რომელსაც იღებენ საკუთარი კურატორებისგან.

„რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ,რა თქმა უნდა, არის ხელოვნურად მართული პროცესი. როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი ენთუზიაზმით აგენტურული ძალები ასრულებენ მორიგ დავალებას, რომელსაც იღებენ საკუთარი კურატორებისგან. მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი შემდეგ, იმ სერიოზული დანაკლისის და მტკივნეული შედეგების შემდეგ, რომელიც ამ ომმა მოიტანა, ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ზოგიერთი დღემდე თანხებს რუბლებში იღებს მოსკოვიდან, ზოგიერთი თურმე უძრავ ქონებას ასხვისებს რუსეთის მოქალაქეებზე და ასე შემდეგ, მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ არის საინტერესო და დაიწყეს ერთგვარი იერიში, რომელიც არის თითიდან გამოწოვილი, იმის გათვალისწინებით, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ. კონკრეტულ გლობალურ ძალებს არ აწყობთ, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, მშვიდობა, გვქონდეს ეკონომიკური განვითარება. თავადვე აწერენ ხელს, რომ ეს არის მართული კამპანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს