ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა . გერმანიის საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც: 2023-2026 – გენერა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა . გერმანიის საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც: 2023-2026 – გენერა…

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიის საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც:

2023-2026 – გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;

2019-2023 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2015-2019 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;

2012-2015 – გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;

2009-2012 – გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;

2006-2009 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;

2005-2006 – მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;

1996-2005 – გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაერო-ში, ნიუ იორკში/აშშ;

1992-1996 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი;

1986-1992 – სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

ბარბარა ფოსმა ელჩის თანამდებობაზე შეცვალა პეტერ ფიშერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს