ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ვახტანგ ცინცაძე: სტაჟირების პროგრამაზე მომართვა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება

ვახტანგ ცინცაძე: სტაჟირების პროგრამაზე მომართვა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახ…

სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სტაჟირების პროგრამაზე მიმართვა, ჩვეულებრივ, საკმაოდ მაღალია. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კუსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება.

„აღნიშნული საკითხი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვისაც, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ქვეყნის საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და შევქმნათ შესაძლებლობები მათი საჯარო სამსახურში დასაქმებისა და პროფესიული რეალიზაციისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს