ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 11

ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე, სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა, არ გამოიყვანა მოსახლეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა

ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე, სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა, არ გამოიყვანა მოსახლეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებს და აღნიშნავს , რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც 200…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებს და აღნიშნავს , რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც 200…

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც 2008 წლის ომამდე, ისე ომის დროს და მის შემდეგ, არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც რუსეთისთვის მისაღები იყო.

მაჭავარიანი გამოყოფს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ომამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრების სამართლებრივად აღდგენა, ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის კონფლიქტის ზონაში დატოვება და წაგებული ომის ზეიმი, ომის შემდეგ, პასეს რეზოლუციაზე და ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერა, რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის გამოყენების მტკიცებულებების გადამალვა და სხვა.

"რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის?!

ომამდე:

2006 წელს ცხინვალში პარალელურად ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები და ამით სეპარატისტული რეჟიმის არჩევნებს მისცა ლეგიტიმაცია;

სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები;

ამ საზღვრებში შეიყვანა ახალგორი;

კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი;

გააუქმა ღალატის მუხლი;

სახლში გაუშვა ძველი, გამოცდილი სამხედროები;

ომის დროს:

არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;

პოლიტიკოსებს მიაღებინა სამხედრო გადაწყვეტილებები;

პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას;

ხოხვით გაიქცა ბრძოლის ველიდან;

გვაზეიმა წაგებული ომი;

ომის შემდეგ:

პასეს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ჩვენს სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა;

ხელი მოაწერა ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია, რომ ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად;

გადამალა და სტრასბურგში არ წარადგინა რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის გამოყენების მტკიცებულებები;

ომიდან რამდენიმე წელში შეცვალა ომის დაწყების თარიღი;

ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა;

სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტს გადაუფორმა;

გადამწყვეტი ხმა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად" - წერს მაჭავარიანი.

ის ჩამოთვლის მმართველი პარტიის მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც, რომელთა შორისაა რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმის მოგება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ა.შ.


"რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" რუსეთისთვის:

მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში;

დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის;

90-იან წლებში;

2008 წლის ომის დროს;

განგრძობითად, ოკუპაციის ფარგლებში;

სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია;

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა;

რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი;

დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების უფლება;

რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;

ჰააგის სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ;

პ.ს. გაქარწყლებულია ყველა კითხვა ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენაზე.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმარტივესია გასარჩევად, ვინ გააკეთა რუსული საქმე და გაზარდა რუსეთის გავლენა საქართველოში.

ვისაც გიჭირთ გარჩევა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ," - წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს