ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ომის ვეტერანი ჯანდრი უბირია ბარამიძის განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ იმ ნელ-ნელა მიმდინარე მშვიდობიან პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჰქვია

ომის ვეტერანი ჯანდრი უბირია ბარამიძის განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ იმ ნელ-ნელა მიმდინარე მშვიდობიან პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჰქვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი - ბარამიძე, ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, - განაცხადა ომის ვეტერანმა ჯანდრი უბირიამ „ქრონიკასთან“. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი - ბარამიძე, ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, - განაცხადა ომის ვეტერანმა ჯანდრი უბირიამ „ქრონიკასთან“. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგ…

სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი - ბარამიძე, ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, - განაცხადა ომის ვეტერანმა ჯანდრი უბირიამ „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა აირიოს.

„ვიღაცის დავალებით შეასრულა ეს, რასაც მოჰყვა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საკითხს ჟენევაში დააყენებს. ვწუხვარ, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ იმ ნელ-ნელა მიმდინარე მშვიდობიან პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჰქვია“, - აღნიშნა უბირიამ.

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს