ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

სპორტის მინისტრი ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციათა გაერთიანების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

სპორტის მინისტრი ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციათა გაერთიანების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ჩეპიჩთან შეხვედრა გამართა. მაიკლ ჩეპიჩი ასევე გახლავთ მსოფლიოს ანტიდო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ჩეპიჩთან შეხვედრა გამართა. მაიკლ ჩეპიჩი ასევე გახლავთ მსოფლიოს ანტიდო…

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ჩეპიჩთან შეხვედრა გამართა. მაიკლ ჩეპიჩი ასევე გახლავთ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ფონდის საბჭოს წევრი და ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (NADA Austria) აღმასრულებელი ხელმძღვანელი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა (GADCEA) და ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას (CEADO) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ ისაუბრეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორწლიან თანამშრომლობას საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.

შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე, ამავე სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო გამტკიცულაშვილი და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს