ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

გია ვოლსკი – საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე

გია ვოლსკი – საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის…

საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ტურისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ ჯგუფს. მათთვის ქვეყანა იმ წუთშივე ტურიზმისთვის შეუფერებელი იქნება, როდესაც ტურისტის მიმართაც აგრესია განხორციელდება.

„ზოგადად ამ პოლიტიკის ცვლის ამოცანა ტურისტული ინდუსტრიისა და სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები სტაბილური ჰქონდეს. ზოგადად ამ ყველაფრის მიზანია დაძაბულობის იმ ხარისხის შექმნა, რომელიც დაემატება მათ მოთხოვნებს საქართველოს დასანქცირების თაობაზე. ეს არის ქსენოფობიური შეტევის მთავარი მიზანი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გვახსოვს ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც ყველაფერი კეთდებოდა, რათა რუსეთთან ურთიერთობები აღდგენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ცხედრებიც კი არ იყო გაციებული. მაშინ ასეთი ინსტრუქცია იყო, დღეს კი მსოფლიოს სხვა დამოკიდებულება აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირს. საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე. ტურისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ ჯგუფს, მათთვის ქვეყანა იმ წუთში იქნება ტურიზმისთვის შეუფერებელი, როდესაც ტურისტის მიმართაც აგრესია განხორციელდება. ეს ყველაფერი გავიაზროთ და ძველ პერიოდს შევადაროთ, როდესაც სააკაშვილმა რუს ტურისტთან ერთად, ერთ-ერთ მთაზე რუსული დროშა ააფრიალა – ეს კი მოჰყვებოდა იმ ინსტრუქციას, რომელიც იმ პერიოდისთვის ობამას ახალ ადმინისტრაციას აწყობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს