ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის სა…

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც გიორგი გაბუნიამ განაცხადა, 2014 წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, შეხვედრისას კორეის რესპუბლიკაში ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

„შეხვედრაზე კონკრეტული ინიციატივა გაჟღერდა, რომელიც კორეის რესპუბლიკაში ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით ღონისძიებების, მათ შორის, ქართული ხალხური სიმღერის და ქორეოგრაფიული კონცერტების ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე, კორეელი ხელოვანები საქართველოში მოვიწვიეთ. შევთავაზეთ, მათი სურვილის შემთხვევაში, ორ ქვეყანაში გაცვლითი კონცერტები ჩატარდეს. ეს ძალიან საინტერესო და კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს