ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს

აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა . საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს. მინიმალურ მოთხოვნებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა . საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს. მინიმალურ მოთხოვნებს…

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს. მათ შორის, ამ ანგარიშის მიხედვით, პროგრესი არ აქვს უკრაინას.

შეფასების კრიტერიუმი კი არის სხვადასხვა, მათ შორის საჯარო ხელმისაწვდომობა, ფინანსების საჯაროობა და მთავრობის ანგარიშვალდებულება.

„წლევანდელ ანგარიშში დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ შეფასებული 139 მთავრობიდან და ერთი სუბიექტიდან 73-მა დააკმაყოფილა ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნა, ხოლო 67-მა ვერ დააკმაყოფილა. საანგარიშო პერიოდში მათგან 14-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით.

დეპარტამენტმა შეაფასა საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობა, სრულყოფილება და სანდოობა, ასევე სახელმწიფო კონტრაქტებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესებისა და სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გამჭვირვალობა.

ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსების მართვის კრიტიკული ელემენტია. ის ხელს უწყობს ბაზრის ნდობის გაძლიერებას, საფუძველს უყრის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას და მთავრობის უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას საზოგადოებამ დაინახოს მთავრობის ბიუჯეტი და ხარჯები.

ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში ხელს უწყობს უცხოეთში აშშ-ის კომპანიებისთვის კონკრეტული ბიზნესგარემოს შექმნას საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების გზით, რათა შემცირდეს კორუფციისა და საერთაშორისო ბაზრებზე არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის რისკი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს