ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

დავით ჩიხელიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა

დავით ჩიხელიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და სა…

მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ამ გზავნილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მათთვის აფხაზეთი შესაძლებლობიდან პრობლემად და მძიმე ტვირთად გადაიქცა, ცდილობენ გააუფასურონ აფხაზეთის მნიშვნელობა.

მისი შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა.

„მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ.

ამ გზავნილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მათთვის აფხაზეთი შესაძლებლობიდან პრობლემად და მძიმე ტვირთად გადაიქცა, ცდილობენ გააუფასურონ აფხაზეთის მნიშვნელობა. რადიკალური ოპოზიცია ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას კი არა, ამ პრობლემის სხვაგვარად "მოგვარებას" გვთავაზობს. უბრალოდ დავივიწყოთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, ამით პრობლემაც "მოგვარდება", ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ აფხაზეთის დაბრუნება მიუღწეველია, შეუძლებელია და ამიტომ ამ საკითხზე ფიქრსაც აზრი აღარ აქვს. რადიკალური ოპოზიციის ახალი დღის წესრიგი, განსაკუთრებით საშიში ნარატივია, რადგან საქმე მხოლოდ პოლიტიკურ პოზიციას არ ეხება. საქმე ეხება ისტორიული მეხსიერების შეცვლას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი ეროვნული მიზანი აღარ უნდა იყოს.

აფხაზეთი საქართველოსთვის უბრალოდ ტერიტორია არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ნაწილი. აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებული ტრაგედია ათიათასობით ადამიანის ცხოვრებას შეეხო და ეს ტკივილი ერთი პოლიტიკური ჯგუფის სურვილით ვერ გაქრება.

შესაძლოა, რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს,სურთ აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა.

აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული მოცემულობა, რომელსაც ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც მისი გარე პატრონები ვერ შეცვლიან.“ - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს