ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

ნინო ფოჩხუა: გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა

ნინო ფოჩხუა: გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკ…

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დარტყმას ცდილობს.

ფოჩხუას განცხადებით, ოპონენტებმა დაიწყეს მოღალატეობრივი გზავნილების გავრცელება, თითქოს ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და ქართველებსა და აფხაზებს შორის თანაცხოვრება გამორიცხულია.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიასა და მისი თანამოაზრეების პოზიციაზე და აცხადებს, რომ მათი აღფრთოვანება სომხეთის პრემიერ-მინისტრით, რომელმაც, მისი თქმით, ყარაბაღი უბრძოლველად ჩააბარა, მიანიშნებს იმაზე, რომ „აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის“

„ყველაზე მტკივნეული რაც დღეს ქართველს აწუხებს ეს აფხაზეთი და სამაჩაბლოა, ზუსტად ამ თემას დაარტყა აქაურმა აგენტურამ გარე პატრონების დავალებით, კერძოდ, ამჯერად აფხაზეთთან დაკავშირებით. დაიწყეს ისეთი მოღალატეობრივი გზავნილების გავრცელება, როგორიცაა ოკუპაციის პრობლემის მოგვარების შეუძლებლობა და აფხაზი მოსახლეობის მიუღებლობა ქართველი მოსახლეობის. ყველაზე სასაცილო კი ის არის თუ როგორ აღფრთოვანებულები არიან გვარამია და ძმანნი მისნი ნიკოლ ფაშინიანით, რომელმაც ფაქტიურად უბრძოლველად ჩააბარა ყარაბაღი აზერბაიჯანს. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია!

ყველას მოუწევს გააზრება, რომ ეს არასდროს მოხდება, ტყუილად არ იბრძვის ქართველი 90-იანებიდან დღემდე, აფხაზეთი არის ერის საერთო ტკივილი, რომელიც არ განელებულა და ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა“, - წერს ნინო ფოჩხუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს