ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

გიორგი სიორიძე – კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად

გიორგი სიორიძე – კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. სიორიძის თქმით, კოალიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. სიორიძის თქმით, კოალიც…

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სიორიძის თქმით, კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო მანიპულაციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის, „ქართული ოცნება“ 13%-ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა. ამის პასუხად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს ასობით ათას თანამემამულეს, პრაქტიკულად, წაართვა საარჩევნო ხმის უფლება. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება.

განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენო არ ვართმევთო მათ საარჩევნო უფლებასო და არჩევნების დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო. რამდენად არარეალური არის ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად მოეხსენება იმიტომ, რომ ადრე პრობლემა იყო სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ. ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, რომ ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაშიც ჩართულები. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება და მე მინდა, ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს: შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა!

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ – ლელომ“ თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოამზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება, რადგან ეს რეგულაციის ცვლილება არ არის მხოლოდ, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი, ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს