ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის

კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან. ჟურნალისტის კითხვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან. ჟურნალისტის კითხვ…

ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ სტატიას, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებს და ქართული ხელისუფლების კრიტიკას ეხება, კახა კალაძის თქმით, კარგად იცის, როგორ იმართება ეს ყველაფერი.

„მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შეფასებები, რადგან მეც და ქართველი ხალხის უმრავლესობამაც ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ეს ყველაფერი. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ეს ნაწილია, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ქვეყანა წინ მიდის. ცხადია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშინდებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კეთილდღეობა უფრო მეტად იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს