ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 17

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე: აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე: აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერ…

ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებების შესახებ.

მისი თქმით, ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას და წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას.

„აფხაზეთზე ოპოზიციის ახალი გრანდ-ნარატივი უკვე იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის უკან დამალვა აღარ გამოდის: ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“.

ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება.

ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას. წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. შერიგება არ ნიშნავს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის იდეის ხელის აღებით დაწყებას.

ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ოკუპანტის პასუხისმგებლობის ნაცვლად სულ უფრო ხშირად საქართველოს პასუხისმგებლობაზე გვესაუბრებიან. თითქოს პრობლემა ის არის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვს.

აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის. და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს