ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 20

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის ხელისუფლება გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს, ამ ყველაფრის შედეგი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის ხელისუფლება გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს, ამ ყველაფრის შედეგი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასე…

როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასეთი იყო და დღესაც ასეთია საერთაშორისო პოლიტიკის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით გამონაკლისები არ არსებობს, ამიტომ, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ვიმსჯელოთ როგორც დღევანდელობაზე, ისე ქვეყნის ისტორიულ წარსულზე.

„ამ თვალსაზრისით, დღევანდელობაზე საუბრისას, ეტალონურ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სააკაშვილის ხელისუფლება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ჯოჯოხეთი შეიძლება მოუწყო საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როდესაც ხელისუფლება არა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, არამედ გარე ძალების ინტერესებზე ზრუნავს და მათი პოლიტიკის შესაბამისად მუშაობს.

2008 წელს რუსეთი საკუთარი უხეში პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამ პროცესს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მათი მხრიდან საქართველოს ისტორიული კუთხეების დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. თუმცა, ცალკე საკითხია, რას და რატომ აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც, როგორც უკვე არაერთხელ დადასტურდა, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს. ფაქტია, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სრულად შეუთავსებელი იყო, ამ ყველაფრის შედეგი კი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს