ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 15

ირაკლი კობახიძე – ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა, მათ შორის, ევროკავშირისკენ

ირაკლი კობახიძე – ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა, მათ შორის, ევროკავშირისკენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი – დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი – დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული ს…

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი – დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, როდესაც საქართველოს აქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ერეკლე მეორემ.

„რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება – რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება – ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით, აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ. ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და ბრძნული. მაშინ რეალურად, გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი. დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსულმანური ქვეყნის ვასალი. მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის, რომ ჩვენი ერი გადარჩა. დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და ის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია, შემდეგ რეალიზდა. როდესაც პატარა ქვეყანას საქმე გაქვს დიდ იმპერიასთან, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. საბოლოო ჯამში უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანა ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი. როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს