ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 19

პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“: ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით ამ ყველაფერს, არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან მომავალშიც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან

პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“: ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით ამ ყველაფერს, არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან მომავალშიც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ…

ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით, რომ არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის საზოგადოებას უთხრა სიმართლე და საბოლოო ჯამში, საზოგადოება მიხვდა, რომ ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც ემსახურება უცხოურ ძალებს და არა საკუთარ ქვეყანას.

„ისინი მუდმივად ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოურ სახელმწიფოებს, უცხოურ ძალებს. ეს ძალიან კარგად იშიფრება საზოგადოების მიერ. საბოლოო ჯამში, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ამ კოლექტიურ ძალას, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან, რა თქმა უნდა, მომავალშიც. თუმცა ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა პროცესი დაწყებული, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საბოლოოდ უცხოური აგენტურისგან არ გათავისუფლდა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საქართველოში დემოკრატიული ჯანსაღი სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური სისტემის გათავისუფლება, მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს