ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

გიორგი შარაშიძე – გვარამიას მოვუწოდებ, ასეთი ფაქიზი თემის მიმართ, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ნუ გააკეთებს ორაზროვან, ბუნდოვან განცხადებებს

გიორგი შარაშიძე – გვარამიას მოვუწოდებ, ასეთი ფაქიზი თემის მიმართ, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ნუ გააკეთებს ორაზროვან, ბუნდოვან განცხადებებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქ უნდა დაისვას წერტილი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქ უნდა დაისვას წერტილი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი…

ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქ უნდა დაისვას წერტილი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინმე ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ თუ აყენებს, მას სათანადო პასუხი გაეცემა, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან.

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და დღესაც არის, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქ უნდა დაისვას წერტილი. ვინმე ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ თუ აყენებს, მას სათანადო პასუხი გაეცემა, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან. ნიკა გვარამიას მოვუწოდებ, ასეთი ფრთხილი, ფაქიზი და უმნიშვნელოვანესი თემის მიმართ, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ორაზროვან და ბუნდოვან განცხადებებს, რომელიც მერე შეიძლება, გამოიყენოს „ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ, ნუ გააკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძლიერი სახელმწიფო წარმოუდგენელია აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, ეს არის ჩვენი პოზიცია და ნამდვილად არ მაინტერესებს, რას იტყვის ნიკა გვარამია“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის,​ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერშ განაცხადა: “ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს