ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 20

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გახსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხსა და მოადგილე გაგა კირკიტაძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხსა და მოადგილე გაგა კირკიტაძ…

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხსა და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

უწყების ცნობით, ქუთაისში მდებარე ახალი ბაზის ტერიტორია 150-მდე თანამშრომელზეა გათვლილი. ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები.

ასევე მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორის, გამნაღმველებისთვის განკუთვნილი სპეციალური შენობა და კინოლოგიის სამსახურის ძაღლებისთვის ვოლიერები. ბაზაზე ასევე აშენდა სასადილო და სპორტული დარბაზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება აქტიურად გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს