ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

გივი მიქანაძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მშობლიურ სოფელში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სიცრუეს ტირაჟირებენ, მოვუწოდებ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება

გივი მიქანაძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მშობლიურ სოფელში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სიცრუეს ტირაჟირებენ, მოვუწოდებ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.

„ეს გახლავთ მორიგი იაფფასიანი და დეზინფორმაციული კამპანია. კონკრეტული პირები, რომლებიც აღნიშნულ ტყუილს მიზანმიმართულად ავრცელებენ, პირდაპირ გეტყვით, სიცრუეს ტირაჟირებენ და ამის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მიწა, რომელიც ყველა დადგენილი წესისა და კანონის სრული დაცვით შევიძინე, იყო ცარიელი ადგილი და იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ იდგა.

ჩემ მიერ შეძენილი მიწის ფართობი არ აღემატება 1000 კვადრატულ მეტრს და მისი ღირებულება განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ღირებულების საფუძველზე.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებით სიცრუეს კამპანიას აწარმოებენ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება. პირდაპირ გეტყვით, მე არ ვაპირებ უგულებელვყო იმ სიცრუისა და ბრალდებების ტირაჟირება, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამშენებლო პროექტი მომზადდა ყველა მოქმედი წესის სრული დაცვით და წარედგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი დამტკიცდა, დაიწყო ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემს სოფელში. ეს არის ძალიან მარტივი ამბავი — ალბათ, ნებისმიერ ქართველ ადამიანს აქვს სურვილი, მშობლიურ მხარეში საგვარეულო სახლი ჰქონდეს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ჩემი ქონების შეძენასთან, ან იქ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით აქვს ინტერესი, შეუძლია გაარკვიოს როგორ წარიმართა პროცესი და რამდენად იყო ის კანონის ფარგლებში. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და შეგიძლიათ, გამოითხოვოთ როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ასევე სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან,“ - აღნიშნულთან დაკავშირებით გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს