ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 17

ანა წითლიძე: ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა. თვეში 85 ათასი ლარი ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა

ანა წითლიძე: ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა. თვეში 85 ათასი ლარი ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, სადაც გვარამია წერს, რომ 40 მილიონი რომ ჰქონოდა, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. „ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, სადაც გვარამია წერს, რომ 40 მილიონი რომ ჰქონოდა, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. „ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავ…

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, სადაც გვარამია წერს, რომ 40 მილიონი რომ ჰქონოდა, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა.

„ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა; ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი - და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო - ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ.

შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებით „მთავარი არხი“ დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო. ახლა კი, როცა გაიშიფრა და „თანამედროვე მერაბ კოსტავას“ ნაცვლად - როგორც საკუთარ თავს უწოდებდა - დისკრედიტირებული საკუთარი თავი შერჩა, კარდაკარ დარბის და ამ ფორმით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც 14 წელია უანგაროდ იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ.

მაშინაც უანგაროდ იბრძოდნენ, როცა გვარამია თვეში 85 ათას ლარს იღებდა ხელფასად. ( ეს ხელფასი თორემ სხვა თანხებს კიდევ ვინ მოთვლის)

ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს. შენ ვინ უნდა იყიდო, უკვე ნაყიდი და გადმოფურთხებული ჰყავხარ ბიძინას“, - წერს წითლიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს