ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

მაკა ბოჭორიშვილი: პროგრამა „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება

მაკა ბოჭორიშვილი: პროგრამა „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემ…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც საგარეო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროგრამა უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს საერთაშორისო კავშირების გაძლიერება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ გააჩნია და დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება შედარებით რთულია. ინიციატივა ასევე ემსახურება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების უკეთ წარმოჩენას და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოვიწვიოთ საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, გავაცნოთ ის რეფორმები, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაატარა, რომ მიგვეღწია იმ პროგრესისთვის, რომელსაც მივაღწიეთ და სხვადასხვა მიმართულებით გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, მიიღონ გამოცდილება, ასევე ჩვენ მივიღოთ ერთგვარი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკის და პრიორიტეტების წარმართვა. ეს უკვე მეორე პროგრამაა. მასში მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონის ქვეყნების ოცზე მეტმა წარმომადგენელმა და ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დიპლომატიური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ რეგიონის წარმომადგენლებთან და ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი მიღწევები მათთვის იყოს უფრო კარგად ცნობილი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, პროგრამა სამომავლო პარტნიორული ინიციატივების განვითარებასაც ემსახურება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს