ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

ლაშა დარსალია – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხაზგასმულია ტერმინი ოკუპაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

ლაშა დარსალია – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხაზგასმულია ტერმინი ოკუპაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა, ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, –…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა, ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, –…

ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა, ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი და მტკიცე განცხადებები გაკეთდა, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

„გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. სხდომა გაიმართა დახურულ ფორმატში, რომლის შემდგომაც გაკეთდა საჯარო განცხადება წევრი ქვეყნების მხრიდან. საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკიცე განცხადებაა, რომლითაც კიდევ ერთხელ მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ხაზგასმულია ტერმინი ოკუპაცია, რაც ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ყოველთვის მივმართავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა გაიმართოს სხდომები, გაკეთდეს განცხადებები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები. შესაბამისად ჩვენი თხოვნის საფუძველზე, პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა. ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და უკან წაიღოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს