ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით მათიკაშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა

დავით მათიკაშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დავით საყვარელიძის განცხადება არის აღიარება, რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დავით საყვარელიძის განცხადება არის აღიარება, რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახ…

დავით საყვარელიძის განცხადება არის აღიარება, რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მათიკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დავით საყვარელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოტურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები​“.

მათიკაშვილის თქმით, დავით საყვარელიძემ ამ განცხადებით 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი ღალატი აღიარა.

„სააკაშვილის ყოფილი პროკურორის განცხადება არის კიდევ ერთი აღიარება იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. საკუთარ ტყუილებში იხლართებიან, ჯერ ერთს ამბობენ, შემდგომ – მეორეს და ვეღარ გამოდიან იმ ლაბირინთიდან, ტყუილებით თვითონ რომ ქმნიან. ეს განცხადება ნაწილობრივ პასუხს სცემს იმ საკითხს და წერტილს უსვამს, თუ როდის, რომელ დღეს დაიწყო რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების შემოსვლა და, ესე იგი, საქართველო-რუსეთის ომი. ეს წინა დღე და შემდგომ უკვე ბომბდამშენის გადაფრენა, ამ კითხვაზე, პრაქტიკულად, ყველანაირ პასუხს სცემს. ეს არის აღიარება, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თვითონვე აღიარებს, რომ ძალიან ახლოს იყო კოლაფსი, რომელსაც საქართველო გადაურჩა, თუმცა გადაურჩა ნაწილობრივ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღიარებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციის მიერ, ოკუპაცია დამყარდა და ამ ოკუპაციის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა მკაფიო პასუხი, ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის იმ ტრაგედიისა, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად. პირველ რიგში, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა, პრაქტიკულად, განადგურების წინაშე დააყენა. ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერები დღეს უკვე, პრაქტიკულად, ღიად აცხადებენ და აღიარებენ, პასუხს სცემენ და წერტილს უსვამენ ყველა იმ შეგნებულად გაკეთებულ განცხადებას, ტყუილებს, რომლითაც ცდილობდნენ 2008 წელს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს