ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს

გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნ…

ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიყიდება და ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს.

„ონლაინპლატფორმის, ისევე როგორც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს. მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, როგორ გააკეთებს შენაძენს. ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ. ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან შედარებით იაფად შეიძენს ამ ფორმებს, ვიდრე ეს განსაზღვრული არის იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ ფორმის უფასოდ გადაცემის ჩამონათვალს კიდევ ერთი კატეგორია დაემატა.

„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, შესაბამის სამთავრობო დადგენილებაში ჩვენ შევიტანეთ ცვლილება რამდენიმე დღის უკან, რომლითაც უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში დაემატა კატეგორია, 65 001-დან 120 001 ქულამდე თუ არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი, ჰყავს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი ოჯახის პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ბიჭის შემთხვევაში მიიღებენ უფასოდ ერთ პიჯაკს და ორ შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში – ერთ პიჯაკს, ერთ ქვედაბოლოს და ერთ შარვალს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს