ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • “ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

“ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ…

“ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი.”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა, ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი.

“მარტო საქართველოში არ ხდება ასე, მთელი მსოფლიო ეგრეა. ადამიანის ბუნება მაგ მხრივ უნივერსალურია.

ვინ არ გახდება კორუმპირებული თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ? განათლებული ინტელიგენტი ადამიანი დაბალი ვიტალურობით. პრობლემაა რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არათუ თავისი ნებით არ მიდის, დაძალებითაც ვერ აიძულებ.

ძალიან იშვიათად რომ ეს ორი პოლუსი დაემთხვეს. ვინ იყო ღარიბაშვილი მე მგონი ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ აქტიური ადამიანი სჭირდებოდათ, საქმის გამკეთებელი და ენდნენ. მან კი ეს ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა. ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება.

ენდობი ადამიანს, აძლევ შანსს. გიღალატებს და თავი ჭკვიანი გონია. სინამდვილეში დაბლა ეცემა, ვერ ხვდება ეგ არის მისი ტრაგედია, კანონზე უფრო მძიმე.

თვითოეულ ჩვენთაგანს ჰქონია ალბათ ეგეთი შემთხვევა ცხოვრებაში როდესაც ადამიანს ენდობი, არა იმიტომ რომ მასში დარწმუნებული ხარ. არამედ იმიტომ რომ შანსს აძლევ გახდეს უფრო კეთილშობილი. საკუთარ ბუნებაზე ამაღლდეს. გახსოვთ ალბათ ჰიუგოს "განკიცხულნი", ჟან ვალჟანის და პასტორის სცენა. პირად ღალატს ჯანდაბას, აპატიებ. ქვეყნის ღალატს ვერ აპატიებ.”- წერს ჭოტორლიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს