ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

თენგიზ შარმანაშვილი: არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით

თენგიზ შარმანაშვილი: არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურად…

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.

დეპუტატი ჩერგოლეიშვილს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ მისი ტყუილი მხოლოდ 24 საათს გაგრძელდა.

„ეს კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ბატონმა ბიძინამ, აუცილებლად უნდა „გააშავონ“. ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული პატრონებისგან. ის როდესაც ასეთი ტიპის ნაბიჯებს დგამს [ქველმოქმედებას] და აბასთუმანშიც გადადგა, არგუმენტები რომ არ აქვთ [ოპოზიციას], რაღაც ტყუილს ურევენ. იმას კი აღარ უკვირდებიან, რომ ეს ტყუილი 24-საათიანია მაქსიმუმ. ვინ შეარჩენთ ახლა ამ ტყუილს?! საპირისპირო არგუმენტებს აჩვენებენ და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ეს მორიგი ტყუილი გასაშავებელი კამპანიისთვის არის გაკეთებული.

არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ იქ [აბასთუმანში] ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს