დავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, უსამშობლო ადამიანები, აგენტურა და მათი მფარველები ვერ პატიობენ ივანიშვილს იმ უდიდეს პოლიტიკურ ქველმოქმედებას, რაც მან 2012 წელს გააკეთა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- მათი განცხადებები და თავდასხმები არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური საქართველოსა და იმ სიკეთეების მიმართაც, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ხალხის მიმართ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
მათი განცხადებები და თავდასხმები არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური საქართველოსა და იმ სიკეთეების მიმართაც, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ხალხის მიმართ…
მათი განცხადებები და თავდასხმები არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური საქართველოსა და იმ სიკეთეების მიმართაც, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ხალხის მიმართ, იმ ქველმოქმედებების მიმართ, რომელთა სია ამოუწურავია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებს და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
„საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა არის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, უსამშობლო ადამიანები, აგენტურა და მათი მფარველები ვერ პატიობენ ბიძინა ივანიშვილს იმ უდიდეს პოლიტიკურ ქველმოქმედებას, რაც მან 2012 წელს გააკეთა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი ქველმოქმედების დისკრედიტაციას განაგრძობს. ჩერგოლევიშვილი მიზანმურთალდ არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოიდებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.