ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ სამხარაძე – ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს, ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით

ნიკოლოზ სამხარაძე – ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს, ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს. ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს. ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ…

ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს. ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, განცხადება, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად შეუერთდა, რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები და აგრესია, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ჩვენი პოზიცია ასეთი იყო ომის დაწყების დღიდან და ასე გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის უკრაინა მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ამით საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ვიცავთ. საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, უკრაინის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა გადახედვას არ ექვემდებარება. ეს რეზოლუცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ამავე დროს, საერთაშორისო საზოგადოების მიმართ იყო კიდევ ერთი შეხსენება, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მის სახელმწიფოებრიობას აზიანებს. რა თქმა უნდა, რეზოლუციას მყისიერი რეაგირება არ მოჰყვება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მსგავსი რეზოლუციები ხშირად იყოს მიღებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს