ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა…

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ბობოყვათში მცხოვრები მოქალაქეების პროტესტის შესახებ, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ წლებია, საკუთარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უშედეგოდ ითხოვენ, ახლა კი ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები აზომილია მდინარე დეხვას, სასაფლაოსა და გზის მიმდებარე ტერიტორიებზე და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.

ამასთან, სააგენტოში დაცული ისტორიული საკადასტრო მონაცემების ბაზებში აღნიშნული მიწის ნაკვეთები ფიქსირდება, როგორც სახელმწიფოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. გრაფიკული მონაცემების ბაზა - ე.წ. ყვითელი ფენა 2000-იან წლებში ჩატარებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას შეიქმნა. სამუშაოები „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ ქართულ-გერმანული „KFW“-ის თანადაფინანსების, აგრეთვე, USAID-ის პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსისა და რეგისტრაციის საკითხის შეფასებისას გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოში დაცული დოკუმენტაციისა და საკადასტრო მონაცემების, ასევე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს