ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯ…

პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ოპოზიციასთან ერთად, ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებიც "მობილიზებულები და მიმწოლები" უნდა იყვნენ.

”ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილის და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ამერიკელები გრძნობენ, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ და ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს. არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას უკვე, არავინ აპირებს ცხვირზე ხელის მოჭერას და იმ სიმყრალის სუნის მოთმენას, რომელიც ამ ქართულ დიქტატორულ რეჟიმს ასდის. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მობილიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქენით ორგანიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქნებით მიმწოლები, მარტო დასავლეთი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გადაწყვეტს. ამიტომ, 20-ში არის წლისთავი გავრილოვის ღამის, იმედია, ხალხი ამას აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ, ჩვენ არასდროს მოვხრით თავს რუსეთის წინაშე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს